ლანჩხუთის მერი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გაზიფიცირების სამუშაო პროცესს დაესწრნენ

ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, გაზიფიცირების სამსახურის უფროსის  მოადგილე გიორგი დემეტრაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრნენ, ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

„მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში: ხაჯალიაში, არჩეულში, ნიგვზიანში, ჩანჩეთში, ჯურუყვეთში, ეწერში, ბაღლეფში, ჯიხანჯირში, შრომისუბანში, ჩოჩხათში, მოედანში, ხორეთში, კოკათში, გულიანში, ნინოშვილსა და ყელაში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. პროექტის თანახმად,  ჯამურად აშენდება 197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი, 2 778 მოსახლე შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები