ხმაური ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე – ერთმანეთს „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ

ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ.

ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მამუკა ჯევაიში უმრავლესობის წევრებს “ხელვაჩაურის წყლის” მოქმედ და ყოფილი ხელმძღვანელების საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართავდა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ სხდომის დატოვება სთხოვა. მამუკა ჯევაიში დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ხალხის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ, დამატოვებინეს დარბაზი, მათ განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურთ. კორუფციაში არიან ჩართული”,- თქვა მამუკა ჯევაიშვმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ ისინი სხდომის მიმდინარეობას ხელს უშლიან.

“არაფერზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას. დაიკავეთ პრესის ადგილი, მივმართავ შესაბამის სამსახურს, საჭიროების შემთხვევაში თქვენც გაგიყვანთ გარეთ”, – განუმარტა თენგიზ ირემაძემ მედიის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები