ფოთში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” გაიმართება

დღეს ქალაქ ფოთში,  მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” გაიმართება, ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

“ცენტრალურ პარკში ამჟამად სამზადისი მიმდინარეობს, მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები. გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობა.

ღონისძიება, დღეს 19 საათზე დაიწყება და საღამო გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.

ფოთში დღეს ,,ღამის შოუს” ბენდი იმღერებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები