აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელში პრემია „სხვიტორის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საჩხერის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელში პრემია „სხვიტორის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  დაჯილდოვდნენ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული მწერლები: პოეზია – თემურ ჩალაბაშვილი, პროზა – ელგუჯა თავბერიძე, კრიტიკა-ესეისტიკა – ნინო დარბაისელი, საბავშვო პოეზია – ნათია როსტიაშვილი, საბავშვო პროზა – გივი ჩიღვინაძე. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მუზეუმზე მრავალწლიანი ზრუნვისა და მის რეაბილიტაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის აკაკის მედლით ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ დაჯილდოვდა.

„აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე მუზეუმისთვის ფონდის მიერ მილიონ-ნახევარ ლარზე მეტი იქნა გაღებული. აკაკის მედლით დაჯილდოვდა აგრეთვე ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე.

ღონისძიებას პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, ასევე ლიტერატორები და მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრემიის იდეის ავტორი აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ცეზარ ლაშხი, ხოლო პრემიის დამფუძნებელი და ფინანსური მხარდამჭერი საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაა. პრემიის დაჯილდოება წელს პირველად გაიმართა და ის ყოველწლიური იქნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები