წმინდაწყლის დასახლებაში ჩრდილოეთისკენ მიმავალ ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო
“წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ, ჩრდილოეთისკენ მიმავალ ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
„ახლად რეაბილიტირებული მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან და კარალეთის დევნილთა დასახლებამდე).
პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, განხორციელდა ტროტუარების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემაც, მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეექმნებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.