თორნიკე რიჟვაძე – სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჩვენი კოლეგის, თეა ვადაჭკორიას ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა
“სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჩვენი კოლეგის, თეა ვადაჭკორიას ოჯახს და მცირეწლოვან შვილებს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა”, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რიჟვაძის განცხადებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
,,ჩვენ ყველა შეგვძრა ტრაგედიამ, რომელმაც დაგვაკარგვინა ძალიან ღირსეული კოლეგა, აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ქალბატონი თეა ვადაჭკორია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ ჩვენს კოლეგას, მის ოჯახს, მცირეწლოვან შვილებს, გადაეცეს საბინაო ფონდიდან საცხოვრებელი სახლი”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
თეა ვადაჭკორია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. თეა ვადაჭკორია ტრაგიკულად გარდაიცვალა, მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.