რუსთავში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია – ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს რუსთავის მერია დილიდან ახორციელებს
“რუსთავში ძლიერ წვიმას სერიოზული ზარალი არ მოჰყოლია. სანიაღვრე არხმა, რომელიც ღვარცოფული ნაკადებისგან ქალაქის დასაცავად გასულ წლებში მოეწყო, თითქმის 8 საათიანი უწყვეტი ნალექის მიუხედავად ქალაქის ქუჩები ეფექტურად დაიცვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მერიის შესაბამისი სამსახურები და ,,რუსთავ სერვისცენტრის” თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ისინი რუსთავის ქუჩებს, სანიაღვრე ქსელს ამ წუთებშიც ასუფთავებენ.
,,გასულ ღამეს რუსთავში მოსულ უხვ ნალექს ქალაქისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ წუთებშიც აგრძელებენ მუშაობას მერიის შესაბამისი სამსახურები, “რუსთავ სერვისცენტრის” თანამშრომლებთან ერთად. ამ წუთებშიც ვაგრძელებთ მუშაობას, უხვი ნალექის შემდეგ, სანიაღვრე არხები უნდა გავწმინდოთ და ქალაქი დავასუფთაოთ”, – განაცხადა “რუსთავ სერვისცენტრის” ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ.