აჭარის სარეკლამო კამპანია Deustche Welle-ს ეთერში მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აქტიურად მიმდინარეობს.
„ევრონიუსის“ შემდეგ, აჭარის საიმიჯო კამპანია უკვე ცნობილ, გერმანულენოვან ტელეარხზე Deustche Welle-ზე დაიწყო. სატელევიზიო კამპანიის შედეგად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების ამსახველ ვიდეორგოლს 195-მდე ქვეყნის მილიონობით მაყურებელი გაეცნობა. Deustche Welle მსოფლიოს მასშტაბით 30 ენაზე მაუწყებლობს. ტელეკომპანიის ეთერში ბათუმის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება პირველად 2018 წელს დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო სარეკლამო კამპანიებს Deustche Welle-სა და სხვა საერთაშორისო მედია საშუალებებზე ყოველწლიურად ახორციელებს.
აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც. რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების აჭარაში ვიზიტი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდნენ სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.