“ქართული ოცნება“ პარტიულ კონფერენციას შიდა ქართლში მართავს

„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს აგრძელებს.

მცხეთა-მთიანეთის შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერები შიდა ქართლში იმყოფებიან და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციის ფარგლებში, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს აირჩევენ. ხვალ კი შეხვედრები გაიმართება ხაშურში, ქარელსა და კასპში.

სულ, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები