გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალური ქუჩა მძიმე ტექნიკამ ნაწილობრივ უკვე გაწმინდა, ხოლო შიდა გზების ნაწილზე ავტომობილებით გადაადგილება გვიან ღამით გახდა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ წყალდიდობამ ქალაქის ინფრასტრუქტურა დააზიანა და ათობით მანქანა, საცხოვრებელი სახლი დატბორა.
გარდა წყალდიდობისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. სეტყვამ ვენახები დააზიანა. სტიქიის ზონაში ზარალის სავარაუდო ოდენობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.