სეტყვა და ძლიერი წვიმა გურჯაანში – სტიქიამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა
გურჯაანში სეტყვამ და ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ძირკოკში, ზიარში, ახაშენსა და ჭადარში სეტყვამ ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები გაანადგურა, დატბორილია შიდა და ცენტრალური მაგისტრალები, დაზიანდა გზის გარკვეული მონაკვეთებიც.
წყალმა დატბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და მერიის შენობის ნული სართული. ადგილზე უკვე გამოძახებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.