ხულოში, სოფელ დანისპარაულში 25 ოჯახისთვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ხულოში, სოფელ დანისპარაულში 25 ოჯახისთვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს წყლის სათავე ნაგებობის, 4 კმ. წყლის მილის და გამანაწილებელი აუზის მოწყობას, ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“პროექტის ღირებულება 75 988 ლარია. სამუშაოებს, ხულოს მერიის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს ,,ნირა“ ასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ზაზა აბულაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გელაძესთან ერთად გაეცნო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.