ბოშურში დილიდან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბოშურში, სადაც გუშინ უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, დღეს დილიდან აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. უკვე აღდგენილია ელექტროგადამცემი ხაზიც“,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„გუშინ საღამოს ბოშურში ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.