უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში პრობლემები შექმნა – დატბორილია სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში. ადგილზე იმყოფებიან გორის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა. დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძიც. ადგილზე უკვე იმყოფებიან ენერგო პროს წარმომადგენლებიც. მობილიზებულია სპეცტექნიკა და ადგილზე სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაწევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება.
დატბორილია სავარგულები და სატრანსპორტო გზის ნაწილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.