ზუგდიდში სტიქიის საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის საპრევენციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია,მოადგილეებთან და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო”, – ინფორმაციას „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება.
მერის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 4 მილიონ 200 ათასი ლარი გამოეყო, რითაც ნაპირსამაგრი გაბიონების, ხიდებისა და ხიდ-ბოგირების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ნაპირსამაგრი  გაბიონი ეწყობა კიროვში, საკორკელიოს უბანში. პროექტის   ღირებულება   421 000 ლარია. რამდენიმე ნაპირსამაგრი  ეწყობა გიორგი ბრწყინვალეს ქუჩასა და ოდიშის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვართან, რომელთა   ღირებულება ჯამში 220 664 ლარია.
,,პროექტების დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ექნება საკმაოდ კარგი წინაპირობა, იმისთვის რომ წყალდიდობებისას არ მიიღოს ზიანი და მოსახლეობის დატბორვის საფრთხე თავიდან ავიცილოთ”- აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები