ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარიამ ქუთელიას ხსოვნას პატივი მიაგეს
თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა. ტრაგედიას ზუგდიდელი მარიამ ქუთელიას სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
„ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, მარიამ ქუთელიას საფლავზე იმყოფებოდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.