ადიგენი დაისეტყვა – სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა
“12 სოფელი დაისეტყვა, ყველაზე მეტად დაზარალდა – ფხერო, ზემო ენთელი და ქვემო ენთელი”,- ამის შესახებ ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ “კვირას” განუცხადა.
მისი თქმით, სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
“როგორც კი საშუალება მოგვეცა, სეტყვამ გადაიღო, მაშინვე წამოვედით სოფლებში. საკმაოდ დააზიანა სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ზარალის დათვლა დაიწყება და მერია შესაბამის დახმარებას გაუწევს მოქალაქეებს”, – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.