გორი-კარალეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გარე განათება მოეწყო
გორი -კარალეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გარე განათება მოეწყო. გზაგამტარი ხიდიდან სოფელ კარალეთის შესასვლელამდე დამონტაჟდა 35 ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათი. ამოიცვალა გარე განათების 12 ნათურა. სამ ლოკაციაზე აღდგა დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზი, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ, როგორც გორში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული სანათების ამოცვლა. არაერთ ლოკაციაზე მოხდა სოდიუმისა და ეკო ნათურების ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.