ბათუმში, ლორიასა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინზე მდებარე კორპუსიდან 15 წლის გოგო გადმოვარდა და მძიმედ დაშავდა. მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების წინასწარი ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი მსუბუქ ავტომობილს დაეცა.