ლაგოდეხის საჯარო სკოლებში ინტელექტუალური თამაშები – „ჩემი საქართველოს”, „სახალისო მათემატიკის” მონაწილე და ფინალისტი ბავშვების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა
ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, ინტელექტუალური თამაშები – „ჩემი საქართველოს”, „სახალისო მათემატიკის” მონაწილე და ფინალისტი ბავშვების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა, ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“ინტელექტუალურ თამაშებში, მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლის, 55 დაწყებითი კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ფინალისტები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნიკა ბაღაშვილმა დააჯილდოვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.