ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა – თხრილში მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი ჩავარდა
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე წყლის მილი გასკდა, გზის საავტომობილო ნაწილი კი ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანა. თხრილში ჩავარდა მუნიციპალური ავტობუსიც.
მძლავრმა წყლის ნაკადმა მიმდებარე შენობებზე მინები ჩაამსხვრია.
წყალი ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომპანია „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დაზიანდა ცენტრალური სასმელი წყლის 225 მმ-იანი მილი. გორგილაძის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოები იწყება.