ქალაქ მაიამიში FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023 დაჯილდოება გაიმართა. უძრავი ქონების ოსკარის მასშტაბურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ბათუმის აჭარაბეთ არენა FIABCI-ის დაჯილდოებაზე მსოფლიო საუკეთესო საჯარო ინფრასტრუქტურის ნომინაციაზე იყო წარდგენილი, სადაც სტადიონმა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოიპოვა.
FIABCI მასშტაბურ ღონისძიებაზე მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.
მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოების მასპინძლობდა, სადაც ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.