აჭარაში უნგრელი ტურისტების მოსაზიდად ბუდაპეშტში შეხვედრები გაიმართა

აჭარის პოპულარიზაცია ევროპულ ქვეყნებში გრძელდება. ამჯერად, უნგრეთის დედაქალაქში გაიმართა სპეციალური მიღება “ერთი დღე საქართველოში – გაიცანი აჭარა“, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ, ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ღონისძიებაზე, ქართული კულტურა, ღვინო და გასტრონომია იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით პრეზენტაცია ჩატარდა უნგრეთის წამყვანი მედია საშუალებების, ტურ-ოპერატორების და ბლოგერებისთვის. მათ შორის ავიაკომპანია  wizzair-ის, მედიაგამოცემების budapest time-ის, dailynews-ის, hungary-ისდა წამყვანი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. უნგრეთში გამართული შეხვედრების მიზანი, ბათუმის,  როგორც მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება და ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მოზიდვაა.

უნგრეთი აჭარისთვის ახალი სამიზნე ტურისტული მიმართულებაა, სადაც წელს რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, აჭარაში მოგზაურობის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები გამოქვეყნდა უნგრულ მედიასაშუალებებში, რომლის ჟურნალისტებიც ბათუმს მედიატურის ფარგლებში სტუმრობდნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები