ხულოში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში, ახალი სკვერი მოეწყო

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის ფარგლებში, ქვემო ვაშლოვანში ახალი სკვერი მოეწყო, ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“სამუშაოების შედეგად ტერიტორიაზე  ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და მოეწყო  გარე განათების სისტემა. განთავსდა საბაღე სკამები და სანაგვე ურნები.  ასევე, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე  გაკეთდა დეკორატიული ღობე.  ამასთან, აშენდა ახალი მოსაცდელი და გაკეთდა სველი წერტილები.

პროექტის ღირებულება 188 189 ლარია.  სამუშაოები, ხულოს მერიის  დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ  ,,მშენებელი-5“   შეასრულა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები