გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის, „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“ ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” სტუმრობდნენ

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის, „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“ ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” სტუმრობდნენ, ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

‘შინდისის სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის შექმნის ისტორიას და საქმიანობას. ცენტრის ამოცანაა ეროვნული სამხედრო და სამოქალაქო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ „დელტას“ მიერ წარმოებული თანამედროვე სამხედრო დანიშნულების მანქანებითა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით.

STEM კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქ. გორში, ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამაშიც. პროგრამის მიზანი იყო ახალგაზრდების სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება. კლუბის წევრების წარდგენილმა პროექტმა „ჰაერში CO2 – კონცენტრაციის დეტეტქტორი“ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია USAID-ის წარმომადგენლებსა და საზოგადოების მხრიდან.

პროექტის „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“მიზანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) სფეროების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება არაფორმალური განათლების საშუალებით.

ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები