თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა

თორნიკე რიჟვაძე FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა. ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მაიამიში პრეზიდენტმა სუზან გრინფილდმა გადასცა, ამის შესახებ ინფორმაციას ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

„მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI მსოფლიო დაჯილდოებას 5-9 ივნისს მასპინძლებს.

დღეს მსოფლიო კონგრესმა უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის უმაღლესი ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გადასცა.

კონგრესის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული პროექტები 8 ივნისს დასახელდება. ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის  საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი.

FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები