ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა – მიზეზი დაუდგენელია

ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ბავშვი საავადმყოფოში წუხელ, უგონო მდგომარეობაში მყოფი შეიყვანეს და საათნახევრიანი რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობია. ჩატარდა ექსპერტიზაც, თუმცა მედიკოსები ვერაფერს ამბობენ, რადგან მათ მცირეწლოვნის სრულყოფილი გამოკვლევა ვერ მოასწრეს.

ბავშვი ზუგდიდის საავადმყოფოში წალენჯიხიდან გადაიყვანეს, სადაც ის მშობლებთან ერთად, ბაბუის გასვენებაში იმყოფებოდა და გონებაც იქ დაკარგა.

იქამდე კი 2 დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი, გურიაში, საქანელადან გადმოვარდა. ოჯახმა შემოწმებისთვის ექიმთანაც მიიყვანა, თუმცა მალევე გაწერეს. არსებული ცნობებით, ახლობლები გარდაცვალებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ, რადგან მათივე თქმით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა. მეორე ვერსიით, კი არ გამოირიცხება კვებითი ინტოქსიკაცია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები