სტიქია ლაგოდეხში – ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დროებით შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა
კახეთში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა ლაგოდეხში ხეები მოგლიჯა, შედეგად დაზიანებულია სამი სატვირთო მანქანა, რომლებზეც საქართველოდან აზერბაიჯანში გადასატანი 18 მსუბუქი ავტომობილი იყო მოთავსებული.
სატვირთო მანქანები სპეციალურ სადგომზე იყო გაჩერებული.
სტიქიის გამო დროებით შეფერხდა საავტომობილო მიმოსვლაც.
ლაგოდეხამდე უამინდობა იყო ყვარელშიც. ადიდებულმა მდინარე ფატმასურმა სოფელი გავაზი დატბორა.
ზარალის დათვლა დღეიდან უნდა დაიწყოს.