ონის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი მინი-ფეხბურთში 2023 წლის ტურნირის გამარჯვებულია

ონის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი 2023 წლის ტურნირის გამარჯვებულია!  მუნიციპალური ტურნირი მინი-ფეხბურთში ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა მამისონი”-სა და ააიპ “ონის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის” ორგანიზებით ჩატარდა. ტურნირში მონაწილე გუნდები, მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა სამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ დაკომპლექტდა, ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“სატურნირო ღონისძიების ფინალური მატჩი პენალტების სერიით წარიმართა, სადაც ონის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გუნდი ანგარიშით 5:4 დაამარცხა.
 მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში, ონის გაერთიანებულმა მეწარმეების გუნდმა ანგარიშით 8:1 დაამარცხა სასპორტო და საფეხბურთო სკოლების გაერთიანებული გუნდი.
 ტურნირის სამივე პრიზიორ გუნდს შესაბამისი ხარისხის დიპლომები, მედლები და სიმბოლური ფულადი ჯილდო გადაეცათ.
 ასევე, გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ:
 საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ნოდარიშვილი.
 საუკეთესო ნახევარმცველი – ბექა ჯელაძე.
 საუკეთესო მცველი – ბექა ბერელიძე.
 საუკეთესო მეკარე – ამირან ბურდილაძე.
 საუკეთესო ტექნიკური მოთამაშე – ბექა ორდინიძე.
 ტურნირის საუკეთესო მოთამაშე – ბექა სხიერელი.
 მაყურებლის სიმპათია, საუკეთესო გოლის ავტორი – ბორის ჯაფარიძე.
 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ბექა ოშხერელმა, ფედერაციის მიერ დაწესებული პრიზი სპორტში გაწეული ღვაწლისთვის გადასცა ვეტერან სპორტსმენებს გიორგი მეტრეველსა და რომან კირვალიძეს. ტურნირის მიზანია მინი-ფეხბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები