ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესს  შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთთანამშრომლობას გაესვა ხაზი, ასევე საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.

,,ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფლორიდის შტატის სენატორ ანა მარია როდრიგესთან შეხვედრაზე, ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ვიმსჯელეთ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები საჯარო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

ფლორიდა, მაიამი ტურიზმის და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების, თანამედროვე ტენდენციების გაზიარება და დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.  მაიამი  უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI World Prix d’Excellence Awards 2023-ის დაჯილდოებას მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის კატეგორიაში საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი. FIABCI-ის დაჯილდოების გახსნამდე თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები