საჩხერის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გაგა დარბაიძესთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქ.საჩხერეში და სოფელ სხვიტორში კანალიზაციის სისტემების მოწყობის სამუშაოები მოინახულა, ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ქ.საჩხერეში თამარ მეფის ქუჩიდან ივანე გომართელის ქუჩამდე სასმელი წყლის სისტემისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობის სამუშაოებს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.

პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 947 749 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში მოეწყობა 1500 გრძივი მეტრი წყალმომარაგების, კანალიზაციის ქსელი, 18 გრძივი მეტრი სანიაღვრე და 10 გრძივი მეტრი ცხაური.

სოფელ სხვიტორში კანალიზაციის სისტემის მოწყობა, ასევე დაფინანსებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი სრული ღირებულებაა 2 797 470 ლარია. აღსანიშნავია, რომ სოფლების მიმართულებით საკანალიზაციო სისტემის მოწყობა სოფელ სხვიტორიდან დაიწყო, როგორც საპილორე პროექტი და ეტაპობრივად, ყველა სოფელს მოიცავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები