ძალოსან იმედა შავაძეს, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გამარჯვება მიულოცა
“მიმდინარე წლის 18 მაისს, ჩატარდა (U20) საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც 20 -წლამდელთა შორის ვაჟებში (67 კგ), პირველი ადგილი დაიკავა ხულოელმა იმედა შავაძემ. ძალოსანმა ატაცში 112 (I), აკვრაში 137 (I) და ორჭიდში 249 კგ. (I) დააფიქსირა”,- ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“გამარჯვებულ სპორტსმენს და მწვრთნელ ვარლამ ხოზრევანიძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შვავაძესთან ერთად, საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.