ლევან ივანაშვილი პერევისა და ჭალის საბავშვო ბაღებს ესტუმრა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან გაგა დარბაიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პერევისა და ჭალის საბავშვო ბაღებს სათამაშოები გადასცა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა საზღვრისპირა სოფლებში მოქმედ საბავშვო ბაღებს ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მრავალფეროვანი სათამაშოების შემადგენლობა პირადად გადასცა.

სათამაშოებს, რომლებიც საჩხერის მუნიციპალიტეტის 23 საბავშვო ბაღს გადაეცემა, საერთაშორისო უსაფრთხოების სერთიფიკატი აქვს მინიჭებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები