რუსთავში 1 ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
რუსთავის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის პარკში, პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და კონცერტები ჩატარდა.
,,პატარებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით ვუმასპინძლეთ. ღონისძიებებში ჩართული იყო უამრავი ბავშვი. გაიმართა კონცერტები, გამოფენები, ანიმატორების, ორკესტრისა და დრამერების შოუები”, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა.
პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ დახლებზე, რუსთაველი მეწარმეების პროდუქცია, ასევე სამხატვრო სტუდიების მოსწავლეების ნახატების იყო გამოფენილი.
პატარების განწყობაზე დილიდან ზღაპრის გმირები და მოსიარულე ორკესტრი ზრუნავდა. მოეწყო საპნის ბუშტების შოუ და პატარა ტანმოვარჯიშეების საჩვენებელი გამოსვლა. საღამოს, კი საბავშვო საესტრადო და ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეთა კონცერტი და “არტ ლაიფის” დრამერების შოუ გაიმართა.