გოგი მეშველიანმა სოფელ ნახიდურში სარეაბილიტაციო და ადაპტაციის დღის ცენტრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მცირედი საჩუქრებით მიულოცა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის,თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ნახიდურის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრს ეწვია, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებას , ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მაჟორიტარმა ცენტრის აღსაზრდელებს დღესასწაული მიულოცა და მცირედი საჩუქრები გადასცათ.
„ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! მათ უნდა ჰქონდეთ მშვიდი,ლაღი, ბედნიერი და ღიმილიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო.
აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო სოფელ ნახიდურის სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ვარდოსანიძეს და მის გუნდს გაწეული შრომისთვის. ისინი ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენს ბავშვებზე და ამზადებენ მათ საზოგადოებაში ადაპტაციისთვის”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა