მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, საჩხერეში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

„მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, საჩხერეში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა“,- ამის შესახებ ინფორმაციას სარჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დრამერების შოუ, მიმების, ოჩოფეხებისა და საპნის ბუშტების შოუ, შესრულდა ანიმატორისა და ანიმაციური გმირების გასართობი პროგრამა,  წარმოდგენილი იქნა ილუზიონისტის პროგრამა, ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სახისა და ფიგურების მოხატვაში. საზეიმო ღონისძიებები კონცერტით დასრულდა, რომელშიც  ადგილობრივი სტუდიები მონაწილეობდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები