სამტრედიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მასშტაბურად აღინიშნა
1 ივნისი , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა.სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში, ბაგა-ბაღების აღსაზრდელები, სხვადასხვა ნომრებით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე.
მოეწყობა ბავშვებისათვის გასართობი სივრცე და სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
ბავშვების გართობაზე პატარების საყვარელი ანიმაციური პერსონაჟები გასართობ ცენტრ,,Happy Candy Club” ანიმატორები ზრუნავდნენ.
ღონისძიებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და მთელ საქართველოს ნინოობის დღესასწაული მიულოცა.
დავით ბახტაძე – ,,არაჩვეულებრივი განწყობით დაიწყო ზაფხულის პირველი დღე ჩვენს ქალაქში. მიხარია, რომ ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა ჩაერთო მერიის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებს მოიცავს. დღეს 1 ივნისია – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობის დღესასწაული. ყველას ვულოცავ! განსაკუთრებით ბავშვებს, ჩვენი მომავალი მათ ხელშია!”