გორში, ნადირაძისა და გვერწითელის ქუჩების მიმდებარედ, სპორტული მოედანი მოეწყობა

ნადირაძისა და გვერწითელის ქუჩების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით,  გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“პროექტის სავარაუდო ღირებულება 78 355 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.

ხელოვნურ საფარიან კომბინირებულ მოედანზე მოეწყობა ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა. პროექტის მიხედვით იგეგმება  ასევე გარე განათების მოწყობა და  მოედნის შემოღობვა ლითონის ბადით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები