ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივა -„მომავალი ჯანსაღი თაობისთვის“ გრძელდება
„მომავალი ჯანსაღი თაობისთვის“ – ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის კერძო და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს საშუალება აქვს ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად.
„ამჯერად, მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა შპს ქალაქ ფოთის ფიზიკა მათემატიკის სკოლის და სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის N7 საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.
ქალაქ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდაა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.