გოგი მეშველიანი ახალგაზრდული პროექტის დასკვნით პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუზეუმში,  „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“  პროექტის „სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების პიროვნული განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“  საბოლოო შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.  პროექტი საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტი 6 თვის მანძილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებით ხორციელდებოდა, რომელშიც 200-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული და მისი მიზანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდობისთვის ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით სათემო ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფა, ახალგაზრდობაში ანალიტიკური დამოუკიდებლად სწავლის, შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნებისა და გარემოს დაცვითი კომპენტენციების განვითარება.

„მინდა გითხრათ, რომ საინტერესო  აქტივობები ჩატარდა  და მაქვს იმედი, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სააგენტოს მხრიდან, ასევე  არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, რათა ჩვენს ახალგაზრდებს ჰქონდეთ კიდევ მეტი საშუალება, რათა თავიანთი უნარები გაიუმჯობესონ და თვალსაწიერი გაიფართოვონ”,- აღნიშნა  გოგი მეშველიანმა

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები