ზუგდიდში სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები. წელს ჯამში 19 ახალი სოციალური სახლი აშენდება.
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანთან, ფრაქცია ” ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ზუგდიდში 2015 წლიდან 141 სოციალური სახლი აშენდა.