ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ
ფოთის პორტში სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები.