ევროკავშირის მხარდაჭერით, ქალაქ ბოლნისში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა

“სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ბოლნისის მუზეუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი მოეწყო”, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო პანელური დისკუსია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდს“ შორის კი მემორანდუმის გაგრძელებას მოეწერა ხელი. მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა მოაწერა.

ფორუმის მიზანს მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია და მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები