სიღნაღში თეატრალური ფესტივალი გაიმართება
“2023 წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, ქალაქ სიღნაღში გაიმართება სიღნაღის თეატრალური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სახალხო თეატრები და კერძო სამოყვარულო დასები მიიღებენ“,- ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ფესტივალის მიზანია სახალხო თეატრებისა და კერძო სამოყვარულო დასების პოპულარიზაცია. მათი პროფესიული განვითარება და კიდევ უფრო ფართო ინტეგრირება, როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო თეატრალურ სივრცეში.
გარდა საკონკურსო პროგრამისა, ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გაიმართება: მასტერკლასები, ვორქშოფები და საჯარო ლექციები, რომელსაც თეატრალურ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები გაუძღვებიან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.