ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდა. რესტორანში მიწვეულები იყვნენ სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.