საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, მეჯვრისხევსა და ნიქოზში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართა
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, მეჯვრისხევსა და ნიქოზში ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართა. კონცერტებს ანსამბლთა გაერთიანებამ ,,ქალაქური მრავალხმიანობა” პროექტის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში “ ფარგლებში გამართა“,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„ანსამბლთა გაერთიანება ,,ქალაქური მრავალხმიანობა” საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში “ ერთ-ერთი გამარჯვებულია.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივა ხელს უწყობს როგორც ქართველ მუსიკოსებს, ანსამბლებსა და ავტორებს, ასევე ყველა კუთხისა და რეგიონისათვის ხელმისაწვდომს ხდის ხარისხიან მუსიკას, რაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. კონცერტები, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფლების ცენტრში, ღია ცის ქვეშ გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.