გურჯაანში ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
„დღეს ქალაქ გურჯაანში ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი,
მერის მოადგილე ლერი გელენავა და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„მსვლელობა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ნონეშვილის, რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩები მოიცვა.ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი “გურჯაანი” და
ქორეოგრაფიული ანსამბლები: “ცერული”, “მანდილი” და “გურჯაანი” მონაწილეობდნენ. ეროვნული სამოსის დღე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა
და ა(ა)იპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.