ამბროლაურში მე-7 ქუჩის და გურგენიძის ჩიხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქ.ამბროლაურში, მე-7  ქუჩის და გურგენიძის ჩიხის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ და მერის პირველმა მოადგილემ დავით გოგლიძემ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება  215 444 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს ,,ამბროლაურის ავტოგზა 10″ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები