გორში პირველად გორის მუნიციპალიტეტის მერია იპოთერაპიის კურსს აფინანსებს

გორში პირველად გორის მუნიციპალიტეტის მერია იპოთერაპიის კურსს აფინანსებს.

მერიის თანადაფინანსებულ პროექტს „შშმ პირთა სამკურნალო და სპორტულ – გამაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბი კენტავრი“ ახორციელებს.

პროექტში ჩართულია საჭიროების მქონე შშმ პირები 6 წლიდან ზემოთ. მათი რეაბილიტაცია/აბილიტაცია და სოციალიზაცია საცხენოსნო თერაპიის – იპოთერაპიის გამოყენებით ხორციელდება.

შშმ პირთა და ბავშვთა იპოთერაპია ხელს უწყობს ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევას, ინტეგრაციას, მოტორიკის განვითარებას, ქცევითი ჩვევებისა და გონებრივი განვითარების ხელშეწყობას.

„შშმ პირთა სამკურნალო და სპორტულ – გამაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბ კენტავრის“ თანამშრომლები გადამზადდნენ სპეციალისტების მიერ. კლუბს პირადად სტუმრობდნენ აკადემიკოსი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი დიმიტრი წვერავა, სპეციალისტები ეკა შეშაბერიძე და მანონი ლორია და „კენტავრის“ წარმომადგენლებს პრაქტიკული რჩევები მისცეს.

თანადაფინანსებული პროექტის მიზანია შშმ პირების რეაბილიტაცია/აბილიტაცია, ფსიქო – ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალური ადაპტაცია იპოთერაპიის საშუალებით, ასევე იპოთერაპიის პოპულარიზაცია და შშმ პირთა საცხენოსნო შეჯიბრებების ორგანიზება.

იპოთერაპიით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მიმართოთ საცხენოსნო კლუბ „კენტავრს“. მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე – 3 კმ.

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები