ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ქუთაისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის ვირუსი ერთ შემთხვევაში, ოჯახის შინაურ ცხოველს, მეორე შემთხვევაში კი მიუსაფარ ძაღლს გამოუვლინდა. არცერთ შემთხვევაში, ცხოველი აცრილი არ იყო.
სურსათის ეროვნულის სააგენტოს ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და მიმდინარეობს საპრევენციო სამუშაოები და მოხდა ვაქცინაცია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცხოველების კონტაქტი 18 პირთან ფიქსირდება, მათ აცრა ჩაუტარდათ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ცხოველთან ნებისმიერი რისკის შემცველი კონტაქტის შემთხვევაში, სიფთხილისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.